სიახლეები
-
23 იანვარი, 2012
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-ლარსის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა.
მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.
გადაადგილება შეზღუდულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისათვის.
დანარჩენი სახის ავტროტრანსპორტისთვის მოძრაობა დასაშვებია
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
|
-
22 იანვარი, 2012
საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა დღის ბოლოსთვის აღდგება. აღნიშნულ მონაკვეთზე თოვლის საფარის გაწმენდით სამუშაოებში დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა მიიღო მონაწილეობა. იგი ბოლო 24 საათის განმავლობაში პირადად ესწრებოდა გზის გაწმენდით სამუშაოებს და ეხმარებოდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს აღნიშნული მონაკვეთის თოვლისგან გასუფთავებაში.
რამაზ ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ იგი კმაყოფილია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მუშაობით. სწორედ აღნიშნული დეპარტამენტის ოპერატიულობის შედეგია, რომ მიუხედავად მოსული უხვი ნალექისა, კობი-გუდაურის, ასევე ცენტრალური მაგისტრალის და რაიონულ ცენტრებთან დამაკავშირებული მონაკვეთები ზამთრის სეზონის განმავლობაში ხანგრძლივად არ ჩაკეტილა და მოძრაობის შეფერხება მინიმუმამდე იყო დაყვანილი.
ამჟამად კობი-გუდაურის მონაკვეთზე არსებული გვირაბების შესასვლელ-გასასვლელები ჩამოწოლილი 5-6 მეტრიანი ზვავებისაგან იწმინდება და გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებისათვის დღის ბოლოსთვის გახდება შესაძლებელი.
|
-
20 იანვარი, 2012
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ზვავსაშიშროების, ხოლო კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე ძლიერი თოვის, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამავე გზის ფასანაური–გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე თოვლისა და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
|
-
17 იანვარი, 2012
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, ამავე გზის მლეთა–გუდაურის(ფოსტა) და კობი-სტეფანწმინდას მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა., ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე, ფასანაური-მლეთას მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა., ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
|
-
16 იანვარი, 2012
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ინტენსიური თოვის გამო, ამავე გზის ფასანაური–გუდაურის (ფოსტა) და კობი-სტეფანწმინდას მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა., ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
|
|
|